More

    რუსი ექიმი, რომელმაც ნავალნის მოწამვლის შემდეგ უმკურნალა, გარდაიცვალა

    spot_img

    ექიმი სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც რუს ოპოზიციონერს, სერგეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

    სერგეი მაქსიმიშინის გარდაცვალების შესახებ რუსეთის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს, თუმცა, განცხადებაში ექიმის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი არ არის:

    „სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის გადაუდებელი საავადმყოფოს უფროსი ექიმის მოადგილე იყო, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა“ – აღნიშნულია საავადმყოფოს გავრცელებულ წერილში.

    სერგეი მაქსიმიშინის გარდაცვალებას ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი განცხადებით გამოეხმაურა.

    „მაქსიმიშინი 28 წლის განმავლობაში მუშაობდა საავადმყოფოში და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
    მან ხალხი სრულ რეალობაში დააბრუნა. ძალიან მოგვენატრება ექიმი მაქსიმიშინი. ის ძალიან ადრე წავიდა და ამის გამო ეს ტკივილი განსაკუთრებით მძიმეა“, – აღნიშნა ომსკის ჯანდაცვის მინისტრმა.

    ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ ნავალნი დაუყონებლივ სწორედ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან თვითმფრინავი, რომელშიც ნავალნის მოწამვლის სიმპტომები დაეწყო, ომსკში დაუგეგმავად დაეშვა.

    იმ დროს სერგეი მაქსიმინიშსს ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    მოწამვლის შემდეგ, რუსი ოპოზიცონერი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის ჯგუფს ეკუთვნის.

    ბოლო რამდენიმე თვე ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის რუსეთში დაბრუნებისთანავე, აეროპორტში დააკავეს, ამჟამად ნავალნი რუსეთის ციხეშია – მას 3.5 წელი მიესაჯა. ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში მისი მხარდამჭერების მასობრივი პროტესტი მოყვა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here