More

    საბერძნეთში სასტუმრო აფეთქდა

    spot_img

    საბერძნეთის ქალაქ კასტორიაში 4-სართულიანი სასტუმრო აფეთქდა. ძლიერი აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ sf.chronicle.com იუწყება. 

    შენობა კასტორია – კოზანის ტრასაზე მდებარეობდა. ადგილზე 15 სახანძრო მანქანა მივიდა.

    სააგენტო AMNA-ის ინფორმაციით, აფეთქება სასტუმრო “ცამისში” მოხდა. შენობის ნანგრევები 80 კმ-ის რადიუსში მიმოიფანტა.

    ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი წელია სასტუმრო არ მუშაობდა და შიგნით, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

    წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

    იხილეთ ასევე:

    💎 ილონ მასკის Starship საცდელი ფრენისას ისევ აფეთქდა (ვიდეო)

    💎 აფეთქება ქაბულში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here