More

    „საბჭო მსჯელობს იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ ვიყოთ თარიღებზე დამოკიდებული“ – ტიკარაძე შეზღუდვების მოხსნაზე

    spot_img

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დადებითობის მაჩვენებელზე მათი დაკვირვება 7 და 14 დღიან პერიოდში ხორციელდება.

    ტიკარაძე განმარტავს, რომ 7 დღის ტენდენცია მათ აძლევთ საშუალებას, დაიწყონ მსჯელობა და საუბარი შეზღუდვების მოხსნის მომდევნო საგანზე.

    „ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული რეგიონები, სადაც მეტად დადებითი დინამიკაა,“ – აღნიშნავს მინისტრი.

    მისი თქმით, საბჭოს მიზანია, არა თარიღებზე დამოკიდებულება, არამედ ეპიდემიური ვითარების მეტად მოქნილად მართვა.

    „მინდა აღვნიშნო, რომ როგორც კი ჩვენ გვექნება საფუძველი, მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას როგორც მოქალაქეთა, ასევე, ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    პირველ თებერვალს მოხსნილი შეზღუდვები:

    დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

    დღეიდან 3 დიდი ქალაქის გარდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღდგება

    დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იხსნება

    რეგულარული რეისები აღდგა – რა ფრენებია დაგეგმილი თებერვალში?

    აგრეთვე იხილეთ:

    პირველ მარტამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here