More

    საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან ვიდეო შეხვედრა გამართა

    spot_img

    2021 წლის 28 იანვარს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ვიდეო შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრთან მანტას ადომენასთან, რომელიც ახლახანს დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

    ვახტანგ მახარობლიშვილმა კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ გამორჩეულ თანამშრომლობას და აფასებს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში.

    საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ლიეტუვის ურთიერთობებში არსებული საკითხები. აღინიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია კვლავაც აქტიურად გაგრძელდეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, როგორც კი პანდემიით გამოწვეული ვითარება ამის საშუალებას შექმნის.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პანდემიის ფონზე ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით მიღებულ ზომებზე; ასევე, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად მთავრობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე.

    ხაზი გაესვა ვაქცინაციის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მადლიერებით აღინიშნა ლიეტუვის ინიციატივით მომზადებული ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივი მიმართვა ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი “აღმოსავლეთ პარტიორობის” ქვეყნებისათვის ვაქცინის განაწილების თაობაზე.

    ლიეტუვის მხარემ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. მიესალმა რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი გამოეხმაურა რა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიესალმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების ამბიციურ მიზნებს.

    საუბარი შეეხო მოახლოებული “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს. ამ კონტექსტში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ლიეტუველ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები და პრიორიტეტები.

    ხაზი გაესვა ასოცირებული ქვეყნების სტრატეგიული და ამბიციური მიზნების განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

    ნატო-ს შესახებ საუბრიასას, ლიეტუვის მხარემ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ალიანსის წევრობის მისწრაფებისადმი და ხაზი გაესვა, რომ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებებით მკაფიო და ხმამაღალი პოზიციის დაფიქსირებას ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში.

    ვახტანგ მახარობლიშვილი და მანტას ადომენასი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ რეგულარულ კონტაქტს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრთან მიმართებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here