More

    საგარეო უწყებაში აშშ-ს ელჩთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმები განიხილეს

    spot_img

    მიმდინარე წლის 2 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა გაიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა აშშ-საქართველოს ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრული სპექტრი, საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შესაბამისი სამუშაო შეხვედრების გამართვის საკითხს, ასევე ახლო მომავალში აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ორმხრივი შეხვედრების და კომუნიკაციის დღის წესრიგს.

    კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზაობა აქტიურად იმუშაოს ქართულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნების განსახორციელებლად.

    „ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის წერილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის სახელზე, სადაც საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებულ ხედვებზე.

    სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების პარალელურად შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების არსებულ გარემოს.

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here