More

    „სად არიან დედა და მამა?“- 5 წლის ბიჭი, რომელიც იტალიაში საბაგიროს კატასტროფას გადაურჩა

    spot_img
    ტრაგედია

    იტალიაში მომხდარი ტრაგედიას, რომელიც საბაგიროს ჩამოვარდნას მოჰყვა, მხოლოდ ერთი, 5 წლის ბიჭი გადაურჩა.

    წარმოშობით ებრაელმა ეითან ბირანმა საავადმყოფოში, ტრაგედიისგან განცდილი შოკისგან გამოსვლის შემდეგ, იკითხა: „სად არიან დედა და მამა?“

    ბიჭის მშობლები საბაგიროს ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ, დაღუპულთა შორის იყვნენ მისი პატარა ძმა, ბებია და ბაბუა.

    ეითანი უბედური შემთხვევის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურ თერაპიაში იმყოფებოდა, იგი ახლა დამოუკიდებლად სუნთქავს, მაგრამ საუბარი მაინც უჭირს. მან კიდურების მოტეხილობებთან ერთად, მუცლის და გულმკერდის ტრავმაც მიიღო.

    დედის, მამის, უმცროსი ძმისა და მისი ბებია-ბაბუის ცხედრები მილანის მალპენსას აეროპორტიდან ისრაელში ოთხშაბათს გადაასვენეს. პატარა ბიჭს ჯერ კიდევ არ ეუბნებიან, თუ რა ბედი ეწია მის ოჯახს. ფსიქოლოგის თქმით, ჯერჯერობით ამ ამბის მისთვის თქმა რეკომენდებული არ არის.

    იტალიაში საბაგირო 23 მაისს ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის ფაქტზე სამი ადამიანი უკვე დააკავეს.

    წყარო: exclusivetv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !