More

    სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

    spot_img

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

    პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

    პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

    პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას.

    მათი თქმით, საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები.

    ინფორმციითვის, საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here