More

    სალომე სამადაშვილი: ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას

    spot_img

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე ისაუბრა, სადაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესული ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დააყრა გააპროტესტა, რასაც ენმ-ს რამდენიმე წევრის პროტესტი მოჰყვა.

    „პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჩემი აზრებისგან სრულიად საპირისპირო პოლიტიკური მოსაზრებებისა და დღის წესრიგის მქონე ადამიანებმა იცოდნენ, რომ მე არ დავუშვებ, რომ ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცეოდნენ მაგალითად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

    ჩვენ აუცილებლად შევცვლით ხელისუფლებას ამ ქვეყანაში, ოღონდ როცა „ქართული ოცნება“ დატოვებს ხელისუფლებას, ზუსტად ისე ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს ვამბობ, რომ ნაგვის დაყრა არ მომწონს არავის თავზე.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ინფორმაციისთვის ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას, ასევე, აეკრძალა ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება. აქტივისტს გამოძიება ადევნებას ედავება.

    ფანგანი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნავს, რომ მას პოზიცია არ შეუცვლია. იგი მიუთითებს, რომ თუ არა ის, სხვა ჩაიდენდა იმავე საქციელს, რომ არაფერს ნანობს და აქციებზე სიარულს კვლავ განაგრძობს.

    იხილეთ აგრეთვე:

    ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here