More

    სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა დააფიქსირა

    spot_img

    სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა დააფიქსირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. 

    სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2021 წლის 1-3 თებერვალს, ქ. თბილისში მდებარე აფთიაქში დააფიქსირა:

    ✔️უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე,

    ✔️მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა,

    ✔️პირველ ჯგუფს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი.

    „ ჩამორთმეული იქნა 10 დასახელების 263 ერთეული აღრიცხვის და სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევით არსებული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.

    გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც, დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

    სამართალდარღვევა გათვალისწინებულია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37(2) მუხლის პირველი პუნქტით, 37(4) მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here