More

    სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბური საარჩევნო რეფორმას გვიმზადებს – რას აანონსებს შალვა პაპუაშვილი

    spot_img

    „საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას გვიმზადებს.“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

    მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის და ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას გვიმზადებს.

    „ამ ნაბიჯით, ქართული ოცნება, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას. დამოუკიდებლად იმისგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს თუ არა.“ – აღნიშნავს პაპუაშვილი.

    იგი ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი 10-ზე მეტი პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებით.

    მათ შორის, პაპუაშვილი შემდეგ პუნქტებს გამოყოფს:

    „1 – შეიცვლება ცენტრალური საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი.

    2 – გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.

    3 – გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა.

    4 – საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 4/1-ზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის; სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად არანაკლებ 2/1 თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

    5 – რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30 ორწლიან პრობლემას.

    6 – გარდა ამისა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე – საპარლამენტო უმრავლესობიდან (შალვა პაპუაშვილი) და ოპოზიციიდან (ლევან იოსელიანი).

    სამუშაო ჯგუფში, ასევე წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    იგი ბრიფინგის მსვლელობისას ვადებზეც საუბრობს, კერძოდ, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა.

    პაპუაშვილი ბრიფინგის ბოლოს ოპოზიციას შეახსენებს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეუერთდნენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ მემორანდუმს.

    აგრეთვე იხილეთ:

    „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ – ირაკლი კობახიძე

    შალვა პაპუაშვილი: ველოდებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ იმ უბნების და ოქმების სიას გაასაჯაროვებს, რომელთა მიმართაც პრეტენზია აქვს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here