More

    „სანამ არ დარეკა მითითებულ ნომერზე და არ გაიგო რომ დაკარგული არ იყო მანამდე არ წავიდა“ – ვინ არის ბიჭი, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

    spot_img
    ბიჭი და ძაღლი

    ბიჭი, ვისი ფოტოც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემის წევრი გური ასათიანია. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ავრცელებს.

    აკადემია წერს, რომ გური ჯერ პატარა, თუმცა უკვე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე და უბრალოდ, ძალიან კეთილი პიროვნებაა.

    „ბავშვები ყველაზე გულწრფელები, კეთილები და მზრუნველები არიან.

    გაიცანით ჩვენი აკადემიის პატარა წევრი გური ასათიანი.

    ჯერ პატარა, თუმცა უკვე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე და უბრალოდ, ძალიან კეთილი პიროვნება.

    სოციალურ ქსელში მისი მისაბაძი საქციელის ფოტო გავრცელდა.

    ისტორია კი ასეთი იყო, „სანამ არ დარეკა მითითებულ ნომერზე და არ გაიგო რომ დაკარგული არ იყო „ვულფი” მანამდე არ წავიდა“.

    ასე პოზიტიურ ნოტაზე დაგემშვიდობებით და ყოველთვის გახსოვდეთ „სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !