More

    „…სანამ მსგავს ბოდვებში ვიცხოვრებთ მანამდე არაფერი გვეშველება… მანამდე ყალბი იქნება ეს წუხილები“ – რას წერს ჯაფარიძე

    spot_img
    ჯაფარიძე

    პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „სანამ ბოდვებს არ მოვეშვებით, არაფერი გვეშველება“.

    „დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

    „გუშინ ბავშვთა დღე იყო და დაიღვარა მთელი სოც ქსელი ცალკე მილოცვებში და ცალკე გოდებაში იმის შესახებ რა ცუდ დღეში არიან ბავშვები საქართველოში, რამდენს შია, რამდენს სწყურია, რამდენი უსახლკაროა და რამდენი ოცნებობს სათამაშოზე…

    შემზარავი სტატისტიკების მოძიება და გამოფენაც მაგარი დავამუღამეთ, მეტი სიმძაფრისთვის და იმის სადემონსტრაციოდ როგორ შეგვტკივა არსებულ სურათზე გული…

    დღეს აღარ არის ბავშვთა დღე და დამთავრდა მათზე გოდებაც…

    99,(9)%-ში ყალბია ეს ყველაფერი…

    ბავშვების პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა დაიყვანება ერთ მთავარ პრობლემამდე – სიღარიბემდე
    მანამ სანამ ღატაკები ვართ, ბავშვებიც და ზრდასრულებიც ასეთ დღეში ვიქნებით და მანამ სანამ გულწრფელად არ შევწუხდებით, ისე რომ გავმწარდეთ, ხოლო მერე მართლა არ დავფიქრდებით და გავიაზრებთ რა არის ჩვენი სიღარიბის რეალური მიზეზები….

    მანამ სანამ „ქართველობას გვართმევენ“, „ქართული მიწა არ იყიდება“, „როგორ არ გამოჩნდა ერთი წესიერი ადამიანი რომ კარგად მოგვიაროს“, „დასავლური კაპიტალი გვებრძვის და ჩვენი კოლონიალური დამონება უნდა“ და მსგავს ბოდვებში ვიცხოვრებთ მანამდე არაფერი გვეშველება და მანამდე ყალბი იქნება ეს წუხილები“- წერს ჯაფარიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !