More

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა

    spot_img
    საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი,
სავალან მირზოევი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი გარდაბანში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა.

    დეპუტატი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მან მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

    როგორც სავალან მირზოევმა აღნიშნა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღი მასობრივი ვაქცინაციაა. გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვაქცინაცია 17 მარტიდან დაიწყო.

    როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის ვაქცინა 400-მქ პირმა გაიკეთა. მისივე თქმით, დღეს კი კლინიკაში იმუნიზაცია „სინოვაკით“ დაიწყეს.

    ინფორმაციისთვის, „სინოვაკით“ ვაქცინაცია საქართველოში 24 მაისიდან დაიწყო.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !