More

    საპატრიარქო ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებას აკეთებს

    spot_img

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. 

    მისი თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ იგი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

    „ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში პატრიარქს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here