More

    სარესტორნო ბიზნესისა და ზამთრის კურორტებისთვის სექტორის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება არ შეცვლილა

    spot_img

    სამსაათიანი შეხვედრა ​მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის დასრულდა. 

    განხილვის მთავარი თემა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქების შესაძლებლობა იყო.

    შეხვედრას ეპიდემიოლოგებიც ესწრებოდნენ.

    ბიზნესმა ჯანდაცვის სექტორის დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ ეკონომიკის რეგულაციებით ამოქმედებას შეძლებენ ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ დააზიანონ.

    შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესისა და ზამთრის კურორტებისთვის, სექტორის გახსნის თაობაზე, გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

    შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელშიც როგორც კერძო სექტორის, ისე მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

    ინფორმაციისთვის, მომდევნო დღეებში კი ტურისტული სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here