More

    სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დაგეგმილ აქციას აუქმებენ

    spot_img

    სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დაგეგმილ აქციას აუქმებენ და აცხადებენ, რომ მზად არიან 15 თებერვლიდან გაიხსნან, თუმცა ასევე განმარტავენ, რომ დაელოდებიან ხელისუფლების მხრიდან მომდევნო ნაბიჯებს.

    რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძის თქმით, თუ ახლო მომავალში სექტორს სრულად გახსნის საშუალება არ მიეცემა, მაშინ პროტესტი 6 თებერვლის ნაცვლად მოგვიანებით გაიმართება.

    „მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს არის ყინულის გალღობა და გადამდგარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. დღევანდელი გადაწყვეტილებაა, რომ შაბათს აქცია არ ჩატარდება, ეს არის იმ გადაწყვეტილების დაფასება რაც ხელისუფლებამ გადმოდგა.

    თუ ხელისუფლება სრულად არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას რეგულაციების ფარგლებში, ამ შემთხვევაში აქცია დაიგეგმება მომავალში“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

    „15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ, ამოქმედდნენ ღია სივრცეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    იხილეთ აგრეთვე:

    ❗საქართველოში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები მუშაობას განაახლებენ

    ❗საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ

    ❗ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here