More

    სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

    spot_img

    ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

    აღნიშნულის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

    „მივმართეთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის რისკის ქვეშ. რაც საფუძველს ქმნის, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს სახელმწიფომ და ბავშვები გაიყვანოს, განარიდოს საფრთხის შემცველ გარემოს.

    მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მას გაუჩინა მას გაუჩინა ვარაუდის იმის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით ამ ბავშვებთან დაკავშირებით არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი.

    ყველა ბავშვთან მიმართებით, აქ არ დაუზუსტებია მოსამართლეს, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან ხედავს რისკს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

    დღეს ყველანაირი საფუძველია, ყველა ბავშვი აბსოლუტურად სტატუსის მიუხედავად გავიდეს ამ დაწესებულებიდან. თუ ამას არ გააკეთებენ, მხოლოდ შშმ ბავშვებს, ვისაც ფორმალურად სტატუსი აქვთ, მარტო იმათ გაიყვანენ, უკვე დადასტურებულ საფრთხეში დატოვებენ სხვა ბავშვებს, ეს იქნება დამატებითი დარღვევა და ამაზე ახალი სარჩელი აღიძვრება“, – განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა ანა აბაშიძემ.

    მისივე თქმით, მოსამართლე ივანე ღლონტმა გამოიყენა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რომ სწრაფად განეხილა საქმე.

    „მას ჰქონდა სამი დღე, მაგრამ მან გამოიყენა ყველაზე მცირე ვადა, რასაც ძალიან ვაფასებთ. მან ერთი დღის ვადაში მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა რამდენად სწრაფად აღასრულებს ამ გადაწყვეტილებას“, – დასძინა ანა აბაშიძემ.

    აბაშიძემ განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება როგორც შშმ ასევე პანსიონის ყველა სხვა დანარჩენ აღსაზრდელს.

    „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.

    ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

    მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

    საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

    მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !