More

    სასამართლოში ამბობენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ოქრუაშვილის საქმე არ განახლებულა

    spot_img

    სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმე არ განახლებულა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრეს.

    როგორც პირველ ინსტანციაში ამბობენ, ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება ირაკლი ოქრუაშვილის საქმე.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ „გამარჯვებული“ საქართველოს ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში მისი საქმის წარმოება ახლდება.

    „და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა. გიგი უგულავა, ნიკა მელია – თქვენსკენ რა ხთეფაა?“, – დაწერ ოქრუაშვილმა.

    ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძეს უკავშირდება. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here