More

    სატანისტმა თანამესაკნე მოკლა და დაანაწევრა – სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა

    spot_img
    სატანისტი

    31 წლის ჯეიმ ოსუნა, რომელიც საკუთარ თავს სატანის მიმდევარს უწოდებს, 44 წლის პატიმარი, ლუის რომერო 2019 წელს მოკლა. რომეროს ოჯახი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციამ სრულყოფილი გამოძიება არ ჩაატარა და მკვლელობა არ მოხდებოდა, თუ ციხის დაცვის თანამშრომლები საკუთარ მოვალეობას ყურადღებით შეასრულებდნენ.

    როგორც ცნობილია, სატანისტმა თანამესაკნეს თავი მოაჭრა და დაანაწევრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    „ის, რომ ჩემს კლიენტს უწევს ჩივილი სასამართლოში, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ ელემენტარულ კითხვებზე მიიღოს პასუხი, დამთრგუნველია,“ – ამბობს რომეროს მშობლების ადვოკატი ჯასტინ სტერლინგი.

    ადვოკატის მტკიცებით, სასტიკი მკვლელობის ჩადენისა და სხეულის დანაწევრებისთვის ოსუნას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა.

    როგორც „ინსაიდერი“ წერს, დაცვამ კამერაში აღმოაჩინა, რომ ოსუნას მსხვერპლის სხეულის ნაწილებისგან „ყელსაბამი“ ჰქონდა გაკეთებული.

    რომეროს მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი – მან 2011 წელს კალიფორნიაში 37 წლის ქალი აწამა და მოკლა. მას შიზოფრენიის სპექტრის აშლილობა დაუდგინეს, რომეროს მკვლელობასთან დაკავშირებით კი სასამართლო პროცესი მას შემდეგ გაიმართება, რაც სპეციალისტები ჩათვლიან, რომ ოსუნა სასამართლოზე წარსადგენად მზად იქნება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !