More

    საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს არჩევნების ბედს, შესაბამისად, წევრთა კვალიფიკაციის, ხელფასებისა და სოციალურ უზრუნველყოფის საკითხები უნდა მოწესრიგდეს – კახა კახიშვილი

    spot_img
    დეპუტატი კახა კახიშვილი -
Digest.ge

    დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და აუცილებელია მის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები მოწესრიგებული იყოს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს. კახიშვილმა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 18 წლის ასაკიდან ირჩევიან.

    დეპუტატის თქმით, არჩევნების ბედს სწორედ საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს, შესაბამისად, საჭიროა მოწესრიგდეს წევრთა კვალიფიკაციასთან, ხელფასებთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

    „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 18 წლის ასაკიდან ირჩევა. საუბნო საარჩევნო კომისია წყვეტს არჩევნების ბედს. შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები ზუსტად პირველ დარტყმას იღებენ და ასე მე ვერ დაგეთანხმებით. თუ არ იქნება კვალიფიკაცია და ხელფასის უზრუნველყოფა, გადაწყვეტილია არჩევნების ბედი, რადგან ეს სწორედ იქ წყდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

    ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ნათლად უნდა აისახოს და განიმარტოს, რას ნიშნავს და გულისხმობს ელექტრონული არჩევნები, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული სერვერებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული გაუგებრობა;

    კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით კი, კახიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მანძილი შემოხაზული უნდა იყოს. გარდა ამისა, დეპუტატს კითხვები აქვს საკონსულტაციო საბჭოსთან მიმართებაში, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარესთან უნდა შედგეს და დავებთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცეს.

    „მაშინ, როცა საკონსულტაციო საბჭოს წევრები ამავდროულად წარმოადგენენ მხარეს და დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესზე, როგორ წარმოგიდგენიათ, დამკვირვებელი, რომელსაც აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს, აძლევს ცესკო-ს რეკომენდაციას, როგორ უნდა განიხილოს არჩევნები. ხელოვნურად ნუ გავზრდით არჩევნებზე საჩივრების რაოდენობას“, – აღნიშნა კახიშვილმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !