More

    საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

    spot_img

    თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

    პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ.

    როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს არაერთი შუამდგომლობით მიმართავს.

    „ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ამ სხდომაზე იქნება შეიცვალოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულები გათავისუფლდნენ. არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

    ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკავა.

    გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    ✔️ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

    ✔️ მიხეილ სადრაძე: პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ისინი განაჩენს გარეთ დაელოდებიან

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here