More

    საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო

    spot_img
    საქართველოს ბანკი

    „საქართველოს ბანკმა“ Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2021-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად უკვე მეათედ დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

    პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა.

    მათივე თქმით, Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და მასზე დაყრდნობით ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ. საერთაშორისო გამოცემამ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არსებული პერიოდი შეისწავლა.

    „გასული წელიწად-ნახევრის უპრეცედენტო მოვლენებმა კასტოდიან ბანკებს დაეჩქარებინა დიჯიტალიზაციის პროცესი. ბანკები სწრაფად მოერგნენ პოსტპანდემიურ რეალობას. ჩვენ ვაჯილდოებთ და ვაფასებთ იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც განახორციელეს ახალი და ინოვაციური იდეები გამოწვევების დასაძლევად“,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

    შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება.

    „საქართველოს ბანკი“ არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს.

    „საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !