More

    საქართველოს ელჩი დანიაში: მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!

    spot_img

    საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმედია აქვს ყველაფერი გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. 

    „მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

    ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით.

    მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!”, – წერს გიგი გიგიაძე.

    👉ინფორმაციისთვის დანიის ელჩმა კარტოგრაფებს მხარი მათი დაკავების დროსაც გამოუცხადა. გიგიაძე ფიქრობს, რომ დანაშაული აბსურდულია.

    👉სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    👉 ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ – ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

    ✔️„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა“- ბუბა კიკაბიძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here