More

    საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.73 % გაიზარდა

    spot_img

    2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 966.9 მლნ ლარით, ანუ 1.73 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.30 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი იანვრისათვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა.

    ინფორმაციისთვის, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here