More

    საქართველოს პრეზიდენტმა ირლანდიის პრეზიდენტთან ვაქცინის საკითხში ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

    spot_img

    საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის პრეზიდენტს მაიკლ ჰიგინსს ესაუბრა,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

    საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსს ირლანდიის გაეროს უშიშროების საბჭოში არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც პატარა ქვეყნებისათვის მაგალითს წარმოადგენს.

    პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ასევე, საქართველო – ირლანდიის 25 წლიან ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებს.

    სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პერიოდში.

    საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here