More

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნორვეგიის ელჩმა ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    spot_img

    საქართველოსა და ნორვეგიას შორის ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ელენე სანდ ანდრესენს შორის გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

    საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნა და აღინიშნა, რომ ეს ფაქტი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე მიუთითებს.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველო-ნორვეგიის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

    აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის ტურიზმის სფეროში, ისევე, როგორც ბიზნესკავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნორვეგიას შორის პირდაპირი ფრენები დაწყება, განსაკუთრებით COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

    ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიის სამეფოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მხარდაჭერისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here