More

    „საქართველოში ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება

    spot_img
    გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი

    „ჩილე იკეტება კარანტინზე, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.

    მისი თქმით, საქართველოში ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია.

    „დაიჯესტი“ გიორგი ფხაკაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

    „ქვეყნის მოსახლეობა – 17.5 მილიონი. 17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac)

    4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer). 1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca)

    58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021)

    მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა.

    ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით.

    დასკვნა:

    ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია.

    ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.

    სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არა ვაქცინირებულებისთვის.

    მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს) მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს)

    ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში“,- წერს ფხაკაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !