More

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 78 პატიმარს დაუდასტურდა

    spot_img

    იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საპატიმროებში კორონავირუსის კიდევ 78 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების განაწილება ასეთია: გლდანი N8 პენიტენციური დაწესებულება 38 პატიმარი, ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულება 40 პატიმარი.

    გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი კიდევ 38 პატიმარს დაუდასტურდა. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ საკორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა. 

    მისი თქმით, 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი, ხოლო 30 უსიმპტომო პატიმარი საკარანტინო სივრცეში მკურნალობს.

    მინისტრის განმარტებით, ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა აგრეთვე ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულების 40 პატიმარსაც.

    „არის ასევე ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. 40-ვე პაციენტი არის უსიმპტომო, შესაბამისად მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. ისინი იზოლირებული არიან სხვა პირებისგან. თუ მათი მდგომარეობა გაუარესდება, ისინი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკებში.

    ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლოს დასრულდება“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

    როგორც მინისტრმა განმარტა ტესტირება ჯამში 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა. სულ გაკეთდა 6654 ტესტი, რომლის ფარგლებშიც 113 შემთხვევა დადასტურდა.

    👉 ინფორმაციისთვის, საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსზე პატიმრების ინტენსიური ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here