More

    „საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომელიც „ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად საჭირო პირობას აკმაყოფილებს“ – გამყრელიძე

    spot_img

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, დაბალ და საშუალოგანვითარებული 51 ქვეყნიდან, რომელს შეარჩევს „კოვაქს” პლატფორმა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაწოდებლად.

    როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო შედის იმ 12 ევროპულ ქვეყანას შორის, რომელიც აკმაყოფილებს „ფაიზერის” ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მისაღებად საჭირო ყველა პირობას.

    „ასე იყო გაცხადებული, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დაახლოებით 1 მლნ-მდე დოზა, როგორც მაქვს ინფორმაცია განთავსებულია „კოვაქსს“ პლატფორმაზე „ფაიზერის“ ვაქცინის. ეს უნდა მიეწოდოს და განაწილდეს 51 დაბალგანვითარებულ და საშუალოგანვითარებულ ქვეყნებზე.

    როგორც მე მაქვს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობა მიდის იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებს შეარჩევენ ამ 51 ქვეყნებიდან. საქართველო იმ 12 ევროპულ ქვეყანაში, შედის რომელიც ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მიღებას აკმაყოფილებს.

    აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გავის ალიანსის და „კოვაქსის“ საბჭოზეა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ორგანიზაციები. თანაბრად განაწილდება 51 ქვეყანაზე თუ შეირჩევა რეგიონები. გადაწყვეტილება უახლოეს დროში გვეცოდინება.

    დიახ, „კოვაქსთან“ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვლის ბოლოსთვის ან მარტის დასაწყისისთვის ალბათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველოც მიიღებს.

    20% ხომ უნდა მივიღოთ დასაფარად და „კოვაქსის“ პლატფორმიდან პირველ 3%-ს, დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ანუ პირველ კვარტალში მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია“ – ამირან გამყრელიძე

    ✔️ „სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა შევინარჩუნოთ“ – გამყრელიძე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here