More

    „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ECHR-მა განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა

    spot_img
    სტრასბურგის სასამართლოს
შენობა

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა.

    უწყების ცნობით, საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს.

    „კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება საკუთრების უფლება, განათლების უფლება დამიმოსვლის თავისუფლება.

    იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !