More

    საქსტატი: 2020 წელს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა

    spot_img

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1%-ით განისაზღვრა.

    ამავე ცნობით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:

    • განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა
    • მშენებლობა
    • ხელოვნება
    • გართობა და დასვენება
    • დამამუშავებელი მრეწველობა
    • ტრანსპორტი და დასაწყობება
    • საბითუმო და საცალო ვაჭრობა
    • ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი

    ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

    • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები
    • წყალმომარაგება
    • კანალიზაცია
    • ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები
    • ინფორმაცია და კომუნიკაცია
    • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა
    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here