More

    „სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვის ცნობილი ახლახან გახდა“ – საპატრიარქოს განცხადება

    spot_img
    საპატრიარქო

    საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს. შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

    „სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

    მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

    ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურას ბავშვთა სახლში შესაძლო დანაშაულებზე 4 საქმე აქვს აღძრული, მათგან 3 ძალადობას და 1 გაუპატიურებას ეხება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !