More

    „სახელმწიფო მოიქცა როგორც ოჯახი“ – თალაკვაძე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების ზრდაზე

    spot_img
    პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე Digest.ge

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში პრემიერის ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების ზრდას გულისხმობს.

    „პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია და პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნებს პასუხობს:

    ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ, დაფინანსება კიდევ 100%-ით გაიზარდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები 1-ლი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებენ.

    ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პანდემიის კონტექსტშიც, როდესაც გასული წლის განმავლობაში არაერთი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა – ამ ოჯახებისთვის მთავარი საზრუნავი პირველ რიგში ბავშვების კეთილდღეობა იყო.

    სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც, მოიქცა როგორც ოჯახი. ნებისმიერ ევროპულ ოჯახში სოლიდარობა ბავშვების და ხანდაზმულების მიმართ ყველაზე მაღალია.

    ამასობაში, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ლარის სტაბილიზაცია ქვეყანას განვითარების მთავარ გზაზე აბრუნებს“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !