More

    სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ

    spot_img

    სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ, – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს, რა რეფორმები შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის შემდგომი კორპორატიზაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო კომპანიაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, ასევე შეჯამდა გასული წლის შედეგები.

    აღინიშნა, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს ბევრი რესურსი, რათა მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

    ამ მიზნით, შესაბამისი უწყებები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ.

    გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების მართვის დაახლოებას კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან.

    სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

    სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here