More

    სესხად აღებული რამდენიმე მილიონი, კავშირი საქართველოს პრეზიდენტებთან, იახტების კოლექცია და ოჯახი – თემურ ჭყონიას უცნობი ამბები

    spot_img

    მისი სახელი საქართველოში, სხვადასხვა ხელისუფლებისა და პოლიტიკის პირობებში უკვდავია. ის „კოკა-კოლასთან“, „მაკდონალდსთან“ და წარმატებასთან ასოცირდება. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველია – მისი ქონება, ქართული პრესის ცნობებით, ჯერ კიდევ 2009 წელს, 200 მილიონ დოლარს აღწევდა. 

    ალბათ, მიხვდით ეს თემურ ჭყონიაა. 

    1990 წლების დასაწყისში მან, სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, რამდენიმე მილიონი დოლარი აიღო სესხად, იმ თურქული კრედიტიდან, რომელსაც დროგამოშვებით დიდი ხმაური სდევდა თან სხვადასხვა ბრალდების თანხლებით.

    ისიც აუცილებლად არის აღსანიშნავი, რომ მის წარმატებაში ამ კრედიტს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის.

    დღეს სწორედ მისი უცნობი ამბების შესახებ გიამბობთ.

    ბავშვობა

    ჩემი ბავშვობის ახალი წლებიდან ყველაზე კარგად დედა და მამა მახსოვს, როცა ისინი ცოცხლები იყვნენ. ჩემს მეხსიერებაში მათთან არის დაკავშირებული ეს დღეები. გაჭირვებული წლები იყო, ოჯახში ნამდვილ, ბუნებრივ ნაძვის ხეს ვდგამდით, უფრო ხშირად ჩიჩილაკს, რომელსაც მორთვა არ სჭირდებოდა.

    იმიტომაც გააკეთეს ჩიჩილაკი, რომ არ მოერთოთ. ნაძვის ხეს ხის სათამაშოებით ვრთავდით, ხელით ნაკეთები უფრო მეტი იყო, ვიდრე მზად ნაყიდი, ამიტომაც, სათამაშოებს წლების განმავლობაში ვინახავდით.

    ოჯახი

    „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას მეორე ნახევარი მარინა გუნია პროფესიით ექიმია, წყვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნო. თუმცა, პროფესიას არ გაჰყოლია. მას ხშირად შენიშნავთ სამოდელო ბიზნესში თავის ქალიშვილ სოფო ჭყონიასთან ერთად.

    როგორც ცნობილია, სოფო ჭყონია მოდის სფეროში აქტიურადაა ჩართული.

    3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული – ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები

    ურთიერთობა შევარდნაძესთან

    თემურ ჭყონია პოლიტიკაში სკანდალის გმირი პირველად 2002 წელს იმის წყალობით გახდა, რომ მოსაზრება გამოთქვა მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის უფლებამოსილების ორი წლით გახანგრძლივების შესახებ. საინტერესო ის არის, რომ მაშინ ჭყონიას ამ ინიციატივას მხარი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სხვა ბიზნესმენებმაც დაუჭირეს.

    თავად შევარდნაძე ჭყონიას ამ აზრს თავდაპირველად ხუმრობით მოეკიდა, თუმცა, ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ, საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მხრიდან საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების სურვილი გამორიცხული იყო.

    კავშირი სააკაშვილთან

    2008 წელს კიდევ ერთი სკანდალი აგორდა თემურ ჭყონიასა და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის მიერ უკვე ერთგზის პრეზიდენტის და იმჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოპოზიციამ თავის მომხრეებს „კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ პროდუქციის აქტიური ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

    როგორც ამბობენ, მაშინ „კოკა- კოლამ“ მართლაც სერიოზულად იზარალა ამ ბოიკოტის გამო. 2008 წლის იანვარში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ოპოზიციური ტელევიზიის „კავკასიის“ ეთერში გამოსვლისას თემურ ჭყონია სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში კიდევ ერთხელ, ღიად დაადანაშაულა და ამის გამო სასტიკად გააკრიტიკა.

    შვილი

    სოფო ჭყონიას საზოგადოება მოდის ინდუსტრიით იცნობს. 21 წლიდან მოყოლებული მოდის ბიზნესით არის დაინტერესებული. მას მსოფლიო მოდის არაერთ გავლენიან ფიგურასთან აქვს კავშირი – კრიტიკოსებთან, ბაერებთან, დიზაინერებთან…

    „ჩემთვის მოდა ბიზნესი არ არის, ჩემთვის მოდა ხელოვნებაა. ამიტომაც არის, რომ პარიზში ჩასულმა გადავწყვიტე მოდის სამყაროში ხელოვნების სხვა დარგებიც შემეტანა. პარიზში ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ვიცნობ. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მათ არ იცოდნენ, ვინ არის მამაჩემი, ისინი ჩემთან იმიტომ არ მეგობრობდნენ, რომ მე მდიდარი ადამიანის შვილი ვარ. (სამწუხაროდ, ასეთი „მეგობრები” თბილისში ხშირად მყავდა). ეს ადამიანები ჩემთან ყოველთვის ძალიან ღიად და გახსნილად საუბრობდნენ და გადავწყვიტე, რატომაც არა, მოდი, მათ შესახებ პატარა ფილმებს გადავიღებ-მეთქი.

    ჩემი ფილმების გმირები არიან ცნობილი დიზაინერები, პარფიუმერები, რეჟისორები, მწერლები, რადგან მოდა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს ხომ ყველაფერია… ამ პროექტისთვის ჩაწერილი მაქვს უკვე 36 ინტერვიუ, ვაპირებ ისინი წიგნადაც გამოვცე. ვცდილობ ამ ინტერვიუებით ცნობილი ადამიანების სხვა მხარე წარმოვაჩინო. მე მათ ვესაუბრები სიყვარულზე, ფულზე, ღმერთზე… ეს არის შეკითხვები ყველაფერზე, გარდა მოდისა” – ამბობდა „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სოფო.

    Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გარდა, სოფოს ათი წელია აქვს პროექტი სახელწოდებით Be Next – კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისათვის, რომელიც დამწყებ დიზაინერებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ნამუშევრები მსოფლიოში წარმატებული დიზაინერებისა თუ მოდის წამყვანი სკოლების პროფესორების წინაშე.

    მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან – სოსო პავლიაშვილის სკანდალები

    შვილიშვილი

    ბაბუა, ალბათ, ყველას მოხუცი თბილი, ტკბილი ადამიანი გვოგგონია, რომელიც ზოგჯერ სოფელში ცხოვრობს და მთელი წელი შვილიშვილის ჩასვლას ელოდება…

    საინტერესოა როგორი ბაბუები არიან შეძლებული ოჯახის ბაბუები? აი, როგორიც თემურ ჭყონიაა? როგორია იყო მისი შვილიშვილი?

    როგორც ცნობილია თემურის შვილიშვილს მარიამი ჰქვია და მათ ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

    „რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ვიყავი კარლოვი-ვარში. მაშინ მარიამი რვა-ცხრა წლის იყო. იქ ჩანთა მომეწონა, დიდხანს ვუყურე, მაღაზიაში იყო გამოფენილი.

    მარიამს ეს არ გამოჰპარვია. რამაზ ჩხიკვაძეს უთხრა, ბაბუაჩემს ეს ჩანთა უნდა ვუყიდო, დიდხანს უყურებდაო. ეს ჩანთა იმდენ ხანს ვატარე, ისეთი გაცრეცილი იყო, შიგნით რაც იდო, გარედან ჩანდა. ვერ ველეოდი, რელიკვიაზე მეტი იყო.

    მარიამი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისთვის ყველაფერი შემიძლია, გადავდო და ვფიქრობ მეც, მისთვის ასეთივე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ. ჩვენ ერთმანეთს არაფერში ვღალატობთ. ის ჩემზე ბევრად უკეთესია, თუმცა ისეთი თვისებები აქვს, გენეტიკით რომ გადადის. საფრანგეთში კინოხელოვნებას სწავლობს, ძირითადად, სცენარისტია. კარგ სცენარებს წერს. სამწუთიანმა ფილმმა, რომელიც მისი სცენარით იყო გაკეთებული, უნივერსიტეტში პირველი ადგილი აიღო. მარიამი ხელოვანია, მაგრამ ისეთი მონაცემები აქვს, გამორიცხული არაა, მომავალში ჩემი ბიზნესის სათავეშიც იყოს“.

    იახტების კოლექცია

    კოლექცია არ მაქვს, თუმცა ვაპირებ. ჯერ ორი იახტა მაქვს, ვფიქრობ, ბევრი არაა. პორტი თუ ავაშენეთ ქობულეთში, უფრო მეტი მეყოლება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ქობულეთში საზღვაო პორტი იქნება. ბათუმსა და ქობულეთს შორის საზღვაო ხომალდებმა რომ იაროს მგზავრებისთვის. რატომ უნდა იაროს ხალხმა ავტობუსითა და „მარშრუტკით” ამ საცობებში, გამონაბოლქვში. მსოფლიოში, სადაც ზღვაა, ყველა ასე დადის, ჩვენ დავდივართ გვირაბებით, სერპანტინებით. მშენებლობაც უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე გვირაბებისა და ესტაკადების აშენებაა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !