More

    „სიურპრიზების მეფეა… მითხრა, თვალი უნდა აგიკრაო და…“ – რა სურპრიზი მოუწყო ნათელაშვილმა მეუღლეს

    spot_img
    ყვითელი ყუთი

    „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის პოეტი და ფსიქოლოგი მეუღლე, ბელა ალანია ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ პოლიტიკოსი მის გაოცებას, მუდამ სასიამოვნო სურპრიზებით ცდილობს.

    ბელა ალანიამ, გადაცემაში „ყვითელი ყუთი“ ასეთი ეპიზოდი გაიხსენა.

    „სურპრიზების მეფეა, ერთ დღესაც ბედობა იყო და წავედით ბაზალეთში. მითხრა თვალი უნდა აგიკრაო, არ უნდოდა ჩემი ეზოში შეშვება.

    ველოდებოდი თვალახვეული და რა ხდება – მომხსნა, თვალი გაახილეო და ბრჭყვიალა ყვავილებით მთელი ეზო ჰქონდა მორთული და უცებ ათასობით ნათურა აინთო“, – ამბობს ბელა ალანია.

    ბელა ალანიასა და შალვა ნათელაშვილის ცოლქმრობა 28 წელს ითვლის, მათ ორი შვილი – ბექა და დაკო ჰყავთ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !