More

    სიძემ, მცირეწლოვან შვილზე განხორციელებული ძალადობის გამო, სიმამრი მოკლა

    spot_img
    კრიმინალი-ლენტი

    მილანში, კერძოდ როზანოს კომუნაში, სიმამრის მკვლელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს ემანუელ ს.-ს, სასამართლომ სასჯელის ზომა შეუმცირა.

    სიძემ, სიმამრი შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობის გამო, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ბრალდებულმა დანაშაული, 2019 წლის თებერვალში, თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, როცა ბაბუის მხრიდან, მისი, რვა წლის ქალიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტს შეესწრო. 63 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ოთხი გასროლის შემდეგ გარდაიცვალა.

    მილანის სააპელაციო სასამართლომ, მკვლელობაში ბრალდებულის სასჯელი, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ორი წლით შეუმცირა. დაცვის მხარის თანახმად, მსჯავრდადებულმა დანაშაული მხოლოდ პატარა ქალიშვილის დასაცავად ჩაიდინა.

    დამნაშავე, როზანოს პოლიციამ, დანაშაულიდან ორი დღის შემდეგ დააკავა. 34 წლის მამაკაცმა დანაშაული აღიარა.

    წყარო: exclusivetv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !