More

    სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო ვრცელდება – სასტუმროს ნომერში ცელოფნით ხელებშეკრული ბავშვები იპოვეს

    spot_img
    სოჭი

    სოჭის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლებმა ნომერში ბავშვები იპოვეს, რომლებსაც ხელები ცელოფნით ჰქონდათ შეკრული. მათ არასრულწლოვნებს ვიდეო გადაუღეს და სოცქსელში გამოაქვეყნეს.

     

    ვიდეოში ჩანს, რომ ორი არასრულწლოვანი გოგო საწოლზე წევს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ დედა მას ცელოფნით იმისთვის კოჭავს, რომ მან საკუთარი სხეული არ დაიზიანოს. დედამ შვილები სასტუმრო ნომერში დატოვა და თავად სავახშმოდ წავიდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, დედ-მამა 10 წლის ტყუპებს ხელ-ფეხს იმ შემთხვევაში უკრავდა, როდესაც ბავშვები “ცუდად იქცეოდნენ და მშობლებს არ უჯერებდნენ”.

    ბავშვების დედამ, ნადეჟდა მარგოლინამ განაცხადა, რომ ტყუპებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, მათ შეეძლოთ თვითდაზიანებები მიეყენებინათ.

    რუსული მედიის ცნობით, მარგოლინამ 10 წლის ტყუპები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა თავშესაფრიდან იშვილა. გოგოები ცუდად საუბრობენ.

    მას შემდეგ, რაც სასტუმროს თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ პოლიციას განუცხადეს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ ქალს ბავშვებზე მეურვეობა ჩამოართვა.

    წყარო: rustavi2.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !