More

    „სოცმუშაკები პანსიონში იმუშავებენ იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება“ – მეუფე ნიკოლოზი

    spot_img
    მეუფე ნიკოლოზი

    ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოცმუშაკები იმუშავებენ იმდენი ხანი რამდენიც საჭირო იქნება.

    როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, სოციალური მუშაკები რჩებიან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში.

    მეუფე ნიკოლოზის თქმით, მას შემდეგ რაც სოციალური მუშაკები დასკვნას დადებენ, მეორე ეტაპის შეხვედრები და დიალოგი დაიწყება.

    „შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები დარჩებიან. იმუშავებენ რამდენი ხანიც საჭირო იქნება და როგორც საჭირო იქნება ისე. ჩვენ ახლა გავემგზავრებით, კომუნიკაცია გვექნება ერთმანეთთან იმის მიხედვით რა აუცილებლობა იქნება. სოცმუშაკები დარჩებიან, ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, შედარებით ნაკლები რაოდენობა დარჩება ღამე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !