More

    სროლა და არეულობა ლიბანში – არის მსხვერპლი (ვიდეო)

    spot_img

    ლიბანში მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქალაქ ტრიპოლიში ისმის სროლის ხმა. ამის შესახებ dw.com იუწყება. 

    აქციის მონაწილეები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ. პოლიციასთან დაპირისპირების დროს 220 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 26 პოლიციელი. ერთი ადამიანი დაიღუპა.

    ქვეყნის ხელისუფლებამ ქალაქ ტრიპოლიში პოლიციის დასახმარებლად შეიარაღებული ძალები შეიყვანა. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. პოლიციამ საპასუხოდ წყლის ჭავლი. ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხრიდან ადგილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ტყვიების გამოყენებასაც. ასევე არის ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები ხელყუმბარებსაც იყენებენ.

    ერთ-ერთი მომიტინგის დაღუპვის შემდეგ საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდა. დემონსტრანტებმა რამდენიმე ავტომობილი და მაღაზია დაწვეს.

    საპროტესტო აქციების მონაწილეები კომენდანტის საათის გაუქმებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი თქმით, იზოლაციამ შემოსავალი დააკარგვინა. ლიბანის საბანკო სექტორი პრაქტიკულად პარალიზებულია, მოსახლეობა ღარიბდება, ხოლო კრიმინოგენული მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

    ასევე დაგაინტერესებთ:

    🎥 ლიბანში შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

    🎥 ნიდერლანდებში პოლიციას და მომიტინგეებს შორის მეორე დღეა შეტაკებები მიმდინარეობს (ვიდეო)

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here