More

    „სტომატოლოგს ორსულობის დადგენაც შეუძლია“ – ექიმი

    spot_img
    სტომასტოლოგი

    სტომატოლოგს თქვენ შესახებ ბევრად მეტი რამის გაგება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ პირის ღრუს მდგომარეობის შეფასებაა. დიახ, მაგალითად, ექიმი სუხმანი აცხადებს, რომ სტომატოლოგს იმის გაგებაც შეუძლია ორსულად ხართ თუ არა.

    ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

    „ყველამ ვიცით, რომ ციკლის შეწყვეტა, დაღლილობა, ხშირი შარდვა, მკერდის ტკივილი და გულისრევა ადრეული ორსულობის ნიშნებია.

    თუმცა, არსებობს კიდევ ერთი სიმპტომი, რომლის მიგნებაც თქვენს პირის ღრუშია შესაძლებელი. კერძოდ, ორსულობის ადრეულ ეტაპზე ღრძილები უფრო მგრძნობიარე და სისხლდენისკენ მიდრეკილი ხდება.

    ჩნდება ანთებითი პროცესი. ამიტომ, სტომატოლოგს მარტივად შეუძლია ამოიცნოს ადრეული ორსულობისთვის დამახასიათებელი ეს ნიშანი“,- აცხადებს ექიმი სუხმანი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !