More

    სტრასბურგში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დუნია მიატოვიჩს შეხვდა

    spot_img

    საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ.

    პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა მიმოიხილეს და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ რეფორმებზე.

    გივი მიქანაძის თქმით, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, საქართველოში არსებული სიტუაცია დადებითად იქნა შეფასებული.

    ქართველმა პარლამენტარებმა, დუნია მიატოვიჩს გააცნეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების უახლოესი გეგმები.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, პენიტენციური სისტემის შემდგომი რეფორმირებისთვის, იურიდიულ კომიტეტში დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით წარიმართება.

    „შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, როდესაც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ტარდება საჯარო განხილვები.

    პარლამენტის აქტიური ზედამხედველობით სამინისტროების პირველი პირები წარადგენენ ანგარიშს ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის შესრულებასა და განხორციელებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here