More

    სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან – მეუფე იოანე რიონის ხეობის მცველებზე

    spot_img
    ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი იოანე

    ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე რიონის ხეობაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები არიან.

    მეუფე იოანეს თქმით, ქუჩის აქციებს შედეგები არ მოაქვს, ის რიონის ხეობის მცველებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს:

    „მის მეგობრებს ვუთხარი, რომ 88 წლიდან მე ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს, სიკეთე არ მოაქვს არასდროს. კი მესმის, იქ ქალბატონი მინისტრი არასწორად მოიქცა და დატოვა შეხვედრა და უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა…

    ისინიც სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრია ეს, გადახედვას მოითხოვს,“ – განაცხადა მეუფე იოანემ.

    ინფორმაციისთვის, აქტივისტებმა რიონის ხეობის შესასვლელი კიდევ ერთი გზა გადაკეტეს.

    ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, კომპანია „ენკა“ ბოლო დღეებში ამ გზით მიდიოდა სამშენებლო ობიექტებთან. მისი თქმით, მას შემდეგ რაც „რიონის ხეობის მცველები“ ამ გზას გადაკეტავენ, კომპანია ობიექტებთან მისვლას ვეღარ შეძლებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !