More

    „სულგაყიდული ძაღლიშვილები ხართ! აქამდე სად იყავით, თუ ეს ყველაფერი იცოდით?!“ – გრინ ბარეტი

    spot_img
    იმედი

    ჟურნალისტი და პოეტი, რომელიც „გრინ ბარეტის“ ფსევდონიმით არის ცნობილი “ტელეიმედის” მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრის, გიორგი გახარიას კორუფციული საქმიანობის შესახებ მომზადებულ სკანდალურ ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება . 

    „ბიჯოო!… – გახარია კი არ მომწონს, – არც ადრე მომწონდა დიდად თქვენგან განსხვავებით, – „იმედი“ მეზიზღება!..და მრცხვენია, რომ ამ ტელევიზიის სათავეებთან დგომით ვამაყობდი და იქ დაბრუნება მენატრებოდა იმ ტელევიზიის, – ბოლო რამდენიმე წელი ხოტბას რომ ასხამდა და დითირამბებს უგალობდა ჯერ სახელმწიფოს ხერხემალ შინაგან საქმეთა მინისტრსა და შემდგომში კი ამ სახელმწიფოს ჯერ არნახულ პრემიერ-მინისტრს, უძლიერეს კრიზის-მენეჯერს, რომელმაც ქვეყანა და მისი ეკონომიკა, მინიმუმ კორუფციის ჭაობისაა და პანდემიის მომაკვდინებელი ეფექტისაგან დაიხსნა…წუხელ კი დაჩქარებული წესით გვიცხობს ყოვლად სამარცხვინო ფილმს, წინასიტყვაობით, – “ახლა ჩვენ გიჩვენებთ ვინ იყო სინამდვილეში გიორგი გახარია…”და თურმე ამათ სულ დეტალებში სცოდნიათ, დღიდან სახელმწიფო სადავეებთან მისვლისა, თუ რა შავბნელ საქმეებს სჩადიოდა ბატონი გახარია ყველა მიმართულებით, ნაციონალებთან კოორდინირებული მოქმედებით დაწყებული, (?!) სენაკის სასაფლაოს დირექტორის დანიშვნით დამთავრებული… ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ე ბ ო ! . . (თქვენზე ზედგამოჭრილ სლენგს არ ვიხმარ ამჯერად) აქამდე სად იყავით თუ ეს ყველაფერი იცოდით?! და რით ჯობიხართ თქვენ მთავარს, ფორმულასა და „ტვ პირველს“?! არაფრით… – უბრალოდ იმათზე ასჯერ მეტად სულგაყიდული ძაღლიშვილები ხართ!!! ვსო, – მე მოვრჩი!!! – წერს „გრინ ბარეტი“.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !