More

    „სუნთქვა აღუდგა, მეორე მენინგიტსაც მოერია“… – როგორია ლექტორის მდგომარეობა, რომელსაც ვაკეში ავტობუსი დაეჯახა

    spot_img
    სასწრაფო დახმარების
ავტომობილი

    24 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 44 წლის ნიკოლოზ თარაშვილი მძიმედ დაშავდა.

    ის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსს დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის გადარჩენის იმედს ექიმები ვერ იძლეოდნენ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა.

    მას ახლა, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ უბრალოდ გადარჩეს და იცოცხლოს.

    როგორც ცნობილია, ნიკოლოზი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია.

    სოციალურ ქსელში ნიკას და, ანა თარაშვილი პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ძმის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს აწვდის:

    „ვიცი, ჩემ მეგობრებს ბევრს გაინტერესებთ ნიკას ამბავი. ნიკა ისევ რეანიმაციის პაციენტია, თუმცა ცოტა უკეთესობა გვაქვს:

    სუნთქვა აღუდგა, მეორე მენინგიტსაც მოერია და ახლა ისევ აქვს შანსი თურქეთის კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა.

    სამწუხაროდ, აქ მისთვის მეტის გაკეთების რესურსი აღარ აქვთ. თურქული კლინიკა ამბობს, რომ არსებობს ცნობიერების დაბრუნების შანსი და ელოდება ნიკას გადაყვანას ორშაბათს.

    ყველას უღრმესი მადლობა თუნდაც ჩარიცხული თითო ლარისთვის.

    თქვენ ყველას „მცირედს“ ჩემი ძმის გადარჩენა შეუძლია.

    სიკეთე გადამდებია…“ – წერს ანა თარაშვილი.

    დახმარების მსურველებმა თანხა გადარიცხეთ აღნიშნულ ანგარიშის ნომერზე:

    საქართველოს ბანკი: GE32BG0000000100643942 GEL მიმღები ანა თარაშვილი

    საქველმოქმედო ნომერი: 0901000864 ზარის ღირებულება 1 ლარი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !