More

    სუპერმარკეტის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    spot_img

    პოლიციამ სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

    1999 წელს დაბადებულ ი.ვ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ედება.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

    მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ინფორმაციისთვის, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here