More

    „სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ“ – ლევან იოსელიანი

    spot_img

    პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი განმარტავს, რა შეთანხმება შედგა მმართველ გუნდსა და „მოქალაქეებს“ შორის.

    იოსელიანის თქმით, საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

    „ძალიან სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ ჩემი აზრით, რომ გავაგრძელეთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო. ჩვენ ეს გუშინაც დავინახეთ.

    დღეს ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც არ იყო იოლი. დიდი კამათი და ბრძოლაც მოგვიწია, რომ ყველა პუნქტი, რომელიც შეთავაზებული იყო ოპოზიციისათვის და იყო მეოთხე რაუნდზე, წამოგვეღო როგორც შეთანხმების ნაწილი.

    შეთანხმებაში, რომელიც მალე გასაჯაროვდება, ყველაფერია ასახული, რაზეც თავის დროზე მეოთხე რაუნდზე ელჩების თანდასწრებით ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდა. ეს არის საარჩევნო სისტემა, ეს არის საარჩევნო რეფორმა. ერთი საკითხი რაზეც შეთანხმება ვერ შედგა ეს არის ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ წამოვიღეთ იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ

    არჩევნებს ნდობას დაუბრუნებს. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია, ეს დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება. ეს დოკუმენტი ღიაა და შეუძლია მანდატის მქონე ყველა დეპუტატი შემოუერთდეს. ყველას მოვუწოდებ, რომ სერიოზულად შეხედონ ამ შესაძლებლობას. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ქვეყნისთვის მთავარი გამოსავალი ეს არის არჩევნებისათვის ნდობის დაბრუნება“, – განაცხადა იოსელიანმა.

    ლევან იოსელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა.

    „ეს არის დოკუმენტი, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ გააუმჯობესონ. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის საუკეთესო გამოსავალი დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენმა პარტიამ, მე და ალეკომ ეს დავამტკიცეთ, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა“, – აღნიშნა იოსელიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

    ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

    ✔️ არჩილ თალაკვაძე: შეთანხმების დოკუმენტი ღია იქნება სხვა პარტიებისთვისაც

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here