More

    ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო. ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით – ოთარ ანგურიძე

    spot_img
    ანალიზისა და
პროგნოზირების ცენტრის
გამგეობის თავმჯდომარე
ოთარ ანგურიძე

    „თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს. რასაც ასევე ემატება ის ახლად წარმოქმნილი რისკები რაც განპირობებულია პანდემიასთან და ლარის გაუფასურებასთან. წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ 18%-იანი ზრდა ფიქსირდება,” – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სემეკის გადაწყვეტილებას, რომელიც დედაქალაქისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის მატებას შეეხება.

    ექსპერტის განცხადებით, ტარიფის მატება სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ჩვენთვის გაზი არის იმპორტული პროდუქტი, შეუძლებელია ტარიფებზე არასაბაზრო წესებით გავლენის მოხდენა.

    „ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო. ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !