More

    ტექნიკურად რამდენად არის შესაძლებელი ადამიანები აცრის შემდეგ ერთმანეთს ბლუთუზით დაუკავშირდნენ? – სპეციალისტის განმარტება

    spot_img
    დაჩიპვა

    სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე დახურულ ჯგუფში წერს, რომ კორონავირუსის ვაქცინით აცრილი მოქალაქეები „ბლუთუზს“ იჭერენ.

    „ეს დაფიქსირებულია ნამდვილად, თქვენც შეგიძლიათ, შეამოწმოთ, ეს საიმედო და ნამდვილი ინფორმაციაა, რომ ბლუთუზს იჭერს აცრილი ადამიანი“, – ამბობს დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე.

    ვაქცინირებულები ბლუთუზს იჭერენ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ – მამა ანტონი

    დეკანოზის განცხადება სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  „დაიჯესტი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად IT სპეციალისტს დაუკავშირდა.

    „ვიკიპედიაში ბლუთუზი განიმარტება, როგორც მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღური ღუმელები და სხვა.

    მაქსიმუმ რაც შეიძლება და რის საშუალებასაც იძლევა ტექნოლოგია არის ის, რომ კანში შესაძლოა, სადღაც ბლუთუზ ანტენა ჩამონტაჟდეს, რომელიც მიკროსქემას ჰგავს. შესაძლებელია, ეს ანტენა უკავშირდებოდეს რაიმეს, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ფანტასტიკის სფერო.

    აგრეთვე, შეუძლებელია, თხევადი მასა, როგორიცაა ვაქცინა გადაიქცეს მიკროსქემად და გახდეს ბლუთუზით მართვადი,“- განაცხადა IT სპეციალისტმა.

    ამ ამბავს ექიმი, არჩილ მარშანიაც გამოეხმაურა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !