More

    ტრამპი კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურაზე ჩვენებას არ მისცემს

    spot_img

    აშშ-ის კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურის პროცესში აშშ-ის 45 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენების მიცემას არ აპირებს. ამის შესახებ CNN იუწყება. 

    „პრეზიდენტი არაკონსტიტუციურ პროცესზე ჩვენების მიცემას არ აპირებს“ – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა.

    წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ტრამპს წერილი გაუგზავნეს, სადაც მოითხოვეს, რომ მან 8-დან 11 თებერვლამდე შუალედში ფიცის ქვეშ ჩვენება მისცეს. კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ თუ ტრამპი ამას არ დათანხმდება, ის ამით საკუთარ ბრალს აღიარებს.

    ტრამპის ადვოკატები კონგრესში მის დაბარებას „პიარ ხრიკს“ უწოდებენ. რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი კი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა უკანონოა, ვინაიდან ტრამპი არც პრეზიდენტის, არც რაიმე სხვა სახელმწიფო მოხელის თანამდებობას აღარ იკავებს.

    შეგახსენებთ, რომ კონგრესმენები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.

    იხილეთ აგრეთვე:

    🚩 ჯო ბაიდენი: ამერიკა დაბრუნდა

    🚩 ტრამპმა ფლორიდაში ოფისი გახსნა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here